
იერემია 4:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამაზე უფრო ძლიერი ქარი ატყდება ჩემგან და მაშინ მეც გამოვუცხადებ განაჩენს.
იერემია 4:12 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 4:12 კონტექსტში
4:10ვთქვი; ეჰა, უფალო ღმერთო! ნამდვილად მოგიტყუებია ეს ერი და იერუსალიმი, რომ ეუბნებოდი: მშვიდობა იქნებაო თქვენში, მაგრამ ყელზეა მობჯენილი მახვილი.
4:11იმჟამად ეტყვიან ამ ერს და იერუსალიმს: მწველი ქარი ქრის უდაბნოს ხმელგორებიდან, ჩემი ერის ასულის გზაზე, არც სანიავებლად და არგ გადასარჩევად.
4:12ამაზე უფრო ძლიერი ქარი ატყდება ჩემგან და მაშინ მეც გამოვუცხადებ განაჩენს.
4:13აჰა, ღრუბელივით ამოდის იგი, ქარბორბალაა მისი ეტლები, არწივზე უსწრაფესია მისი ცხენები. ვაი ჩვენს თავს, გავნადგურდით!
4:14გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმო, რომ გადარჩე! როდემდის უნდა იბუდოს შენს წიაღში უკეთურმა ზრახვებმა?
პარალელური ადგილები: იერემია 4:12
- იერემია 1:16გამოვუტან მათ განაჩენს ყველა მათი უკეთურობის გამო, რომ დამივიწყეს, უცხო ღმერთებს რომ უკმევდნენ და თაყვანს სცემდნენ საკუთარ ნახელავს.
- ეზექიელი 5:8ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე თავად წამოვალ შენზე და აღვასრულებ შენს წიაღში სამართალს ხალხების თვალწინ.
- ეზექიელი 7:8ახლა მალე გადმოგაღვრით ჩემს რისხვას და შენზე მოვიკლავ ჩემს წყრომას; განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელ შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ!
- ეზექიელი 7:9არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენ წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწენი შენთანვე იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ, შემმუსვრელი!
- ეზექიელი 6:11ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელი ხელს შემოჰკარი და ფეხი ურტყი მიწას, თქვი: ვაგლახ! ისრაელის სახლის უკეთურ სიბილწეთა გამო მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაეცემიან!
- ეზექიელი 6:13და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა მათი მკვდრები ეყრებიან მათ კერპებს შორის, მათ სამსხვერპლოთა შორის, ყოველ მაღალ ბორცვზე, მთათა ყოველ მწვერვალზე, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ყოველი რტომრავალი მუხის ქვეშ, ადგილებში, სადაც უკმევდნენ თავიანთ კერპებს.
განაგრძე კითხვა: იერემია 4
სრულად წაიკითხე: იერემია 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში