
იერემია 40:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდნენ იოხანან კარეახის ძე და ველზე დარჩენილი ჯარების სარდლები გედალიასთან მიცფას.
იერემია 40:13 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 40:13 კონტექსტში
40:11ამასობაში მოაბის, ყამონის, ედომის და სხვა ქვეყნების იუდავლებმაც გაიგეს, რომ იუდაში დატოვა დანარჩომი ხალხი ბაბილონის მეფემ და რომ გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა, დაუდგინა მათ.
40:12დაბრუნდნენ იუდაელები იმ ადგილებიდან, სადაც გაგდებული იყვნენ; მოვიდნენ იუდას ქვეყანაში გედალიასთან მიცფას და შეაგროვეს უზომო ღვინო და საზაფხულო ხილი.
40:13მივიდნენ იოხანან კარეახის ძე და ველზე დარჩენილი ჯარების სარდლები გედალიასთან მიცფას.
40:14უთხრეს მას: იცოდეთ, შენს მოსაკლავად გამოგზავნაო ბაყალიმმა, ყამონელთა მეფემ, ისმაელ ნეთანიას ძე. მაგრამ არ დაუჯერა მათ გედალია ახიკამის ძემ.
40:15იოხანან კარეახის ძემ უთხრა გედალიას მიცფაში საიდუმლოდ: გამიშვი და მოვკლავ ისმაელ ნათანიას ძეს, კაციშვილი ვერაფერს გაიგებს. შენ უნდა მოგკლას, რატომ უნდა გაიფანტონ იუდაელები, შენთან რომ არიან შემოკრებილნი, და დაიღუპოს იუდას დანაშთომი?
პარალელური ადგილები: იერემია 40:13
განაგრძე კითხვა: იერემია 40
სრულად წაიკითხე: იერემია 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში