
იერემია 41:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაატყვევა ისმაელმა მთელი დანარჩომი ხალხი, მიცფაში ვინც იყო: მეფის ასულები, მიცფაში დარჩენილი მთელი ხალხი, რომელიც გედალია ახკამის ძეს ჩააბარა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა. ისინი დაატყვევა ისმაელ ნეთანიას ძემ და წავიდა, რათა ყამონიანებთნ გადასულიყო.
იერემია 41:10 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 41:10 კონტექსტში
41:8აღმოჩნდა მათ შორის ათი კაცი, რომელთაც უთხრეს ისმაელს: ნუ დაგვხოცავთ, რადგან გადამალული გვაქვს ყანაში ხორბალი, ქერი, ზეთი და თაფლი. ისიც გაჩერდა და არ დახოცა ისინი მათ ძმებთან ერთად.
41:9ჭა, სადაც ისმაელმა გედალიას გამო დახოცილი ხალხის გვამები ჩაყარა, ის ჭა იყო, რომელიც მეფე ასამ ამოიღო ისრაელის მეფის, ბაყაშას შიშით. ის აავსო ისმაელ ნეთანიას ძემ დახოცილებით.
41:10დაატყვევა ისმაელმა მთელი დანარჩომი ხალხი, მიცფაში ვინც იყო: მეფის ასულები, მიცფაში დარჩენილი მთელი ხალხი, რომელიც გედალია ახკამის ძეს ჩააბარა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა. ისინი დაატყვევა ისმაელ ნეთანიას ძემ და წავიდა, რათა ყამონიანებთნ გადასულიყო.
41:11როცა გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა ისმაელ ნეთანის ძის ჩადენილი ბოროტმოქმედების ამბავი,
41:12თან იახლეს თავიანთი კაცები და გაემართნენ ისმაელ ნეთანთას ძის წინააღმდეგ საბრძოლველად და მონახეს იგი დიდ წყალსატევთან გაბაონში.
პარალელური ადგილები: იერემია 41:10
- იერემია 40:14უთხრეს მას: იცოდეთ, შენს მოსაკლავად გამოგზავნაო ბაყალიმმა, ყამონელთა მეფემ, ისმაელ ნეთანიას ძე. მაგრამ არ დაუჯერა მათ გედალია ახიკამის ძემ.
- იერემია 40:7როცა გაიგეს ველზე მყოფი ჯარების სარდლებმა და მათმა კაცებმა, რომ გედალია ახიკამის ძისთვთს ჩაუბარებია ბაბილონის მეფეს ქვეყანა და ხალხი დედაწულიანად, ღარიბი და მდიდარი, ვინც არ გადასახლებულა ბაბილონში,
- ნეემია 2:19გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მორჩილმა და გეშემ არაბმა და დაცინვითა და ზიზღით ყურება დაგვიწყეს. ამბობდნენ: ამას რას სჩადით? მეფის წინააღმდეგ აღდგომა ხომ არ გინდათ?
- იერემია 40:11ამასობაში მოაბის, ყამონის, ედომის და სხვა ქვეყნების იუდავლებმაც გაიგეს, რომ იუდაში დატოვა დანარჩომი ხალხი ბაბილონის მეფემ და რომ გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა, დაუდგინა მათ.
- იერემია 40:12დაბრუნდნენ იუდაელები იმ ადგილებიდან, სადაც გაგდებული იყვნენ; მოვიდნენ იუდას ქვეყანაში გედალიასთან მიცფას და შეაგროვეს უზომო ღვინო და საზაფხულო ხილი.
- ნეემია 2:10გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელთა მორჩილმა, და დიდად ეწყინათ, რომ ისრაელიანთათვის სიკეთისმყოფელი კაცი მოვიდა.
- იერემია 43:5წაიყვანეს იოხანან ვარეახის ძემ და მხედართმთავრებმა იუდას ნატამალი, რომელიც იუდას ქვეყანაში დაბრუნდა საცხოვრებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული იყო -
- იერემია 43:7და გაემართნენ ეგვიპტის ქვეყნისკენ; არ გაიგონეს უფლის ხმა და თახფანხესში მივიდნენ.
განაგრძე კითხვა: იერემია 41
სრულად წაიკითხე: იერემია 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში