
იერემია 41:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჭა, სადაც ისმაელმა გედალიას გამო დახოცილი ხალხის გვამები ჩაყარა, ის ჭა იყო, რომელიც მეფე ასამ ამოიღო ისრაელის მეფის, ბაყაშას შიშით. ის აავსო ისმაელ ნეთანიას ძემ დახოცილებით.
იერემია 41:9 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 41:9 კონტექსტში
41:7როცა შუაგულ ქალაქში შევიდნენ, ისინიც დახოცეს ისმაელ ნეთანიას ძემ და მასთან მყოფმა ხალხმა და ჭაში ჩაყარეს.
41:8აღმოჩნდა მათ შორის ათი კაცი, რომელთაც უთხრეს ისმაელს: ნუ დაგვხოცავთ, რადგან გადამალული გვაქვს ყანაში ხორბალი, ქერი, ზეთი და თაფლი. ისიც გაჩერდა და არ დახოცა ისინი მათ ძმებთან ერთად.
41:9ჭა, სადაც ისმაელმა გედალიას გამო დახოცილი ხალხის გვამები ჩაყარა, ის ჭა იყო, რომელიც მეფე ასამ ამოიღო ისრაელის მეფის, ბაყაშას შიშით. ის აავსო ისმაელ ნეთანიას ძემ დახოცილებით.
41:10დაატყვევა ისმაელმა მთელი დანარჩომი ხალხი, მიცფაში ვინც იყო: მეფის ასულები, მიცფაში დარჩენილი მთელი ხალხი, რომელიც გედალია ახკამის ძეს ჩააბარა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა. ისინი დაატყვევა ისმაელ ნეთანიას ძემ და წავიდა, რათა ყამონიანებთნ გადასულიყო.
41:11როცა გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა ისმაელ ნეთანის ძის ჩადენილი ბოროტმოქმედების ამბავი,
პარალელური ადგილები: იერემია 41:9
- მსაჯულნი 6:2დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, იხიზნებოდნენ ისრაელიანები მიდიანისგან მთებში, გამოქვაბულებში და მიუვალ ადგილებში.
- მეფეთა ბ 17:9ახლა ალბათ რომელიმე ხევში ან სადმე სხვა ადგილას იმალება იგი. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, დამარცხდა აბესალომის ხალხიო,
- ნეშტთა შორისა ბ 16:1ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ამხედრდა ისრაელის მეფე ბაყაშა იუდას წინააღმდეგ და ააშენა რამა, რათა შეეწყვიტა მისვლა-მოსვლა ასასთან, იუდას მეფესთან.
- ნეშტთა შორისა ბ 16:10განურისხდა ასა მისანს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო ნათქვამის გამო. იმავე დროს ასა ჩაგრავდა ხალხიდან ზოგიერთებს.
- მეფეთა ა 13:6დაინახეს ისრაელიანებმა, რომ გაუჭირდათ, რომ გაწვალდა ხალხი, და სათითაოდ მიიმალნენ გამოქვაბულებში, ეკალ-ბარდებში, კლდის ნაპრალებში, კოშკებში თუ ორმოებში.
- მეფეთა ა 14:22ეფრემის მთებში მიმალულმა ყველა ისრაელიანმა გაიგო ფილისტიმელების უკუქცევა და ისინიც გაჰყვნენ მათ ბრძოლაში.
- ებრაელთა მიმართ 11:38უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.
- იესო ნავეს ძე 10:16გაიქცა ის ხუთი მეფე და მაკედას გამოქვაბულებში დაიმალნენ.
განაგრძე კითხვა: იერემია 41
სრულად წაიკითხე: იერემია 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში