
იერემია 42:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეაცთენთ საკუთარ თავს, რადგან თქვენ გამგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან, ჩვენი გულისთვის ილოცეთ უფლის, ჩვენი ღვთის მიმართ, და როგორც უფალი, ჩვენი ღმერთი იტყვის, გამოგვიცხადე და ჩვენც ისე მოვიქცევითო.
იერემია 42:20 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 42:20 კონტექსტში
42:18რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: როგორც იერუსალიმზე გადმოინთხა ჩემი მძვინვარება და რისხვა, ასევე გადმოინთხევა ჩემი რისხვა თქვენზე, როცა ეგვიპტეში მიხვალთ. შესაჩვენებელი, შესაზარებელი, საგინებელი და შესარცხვენელი გახდებით და ვეღარასოდეს იხილავთ ამ ადგილს.
42:19თქვენზე ილაპარაკა უფალმა, იუდას ნატამალო. ნუ წახვალთ ეგვიპტეში. იცოდეთ, გამიფრთხილებიხართ დღეს.
42:20შეაცთენთ საკუთარ თავს, რადგან თქვენ გამგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან, ჩვენი გულისთვის ილოცეთ უფლის, ჩვენი ღვთის მიმართ, და როგორც უფალი, ჩვენი ღმერთი იტყვის, გამოგვიცხადე და ჩვენც ისე მოვიქცევითო.
42:21აჰა, გამოგიცხადეთ დღეს და არ გაიგონეთ უფლის, თქვენი ღვთის, ხმა და არც ის, რაც თქვენთან დამაბარა.
42:22ამიერიდან იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით გაწყდებით იმ ადგილზე, სადაც საცხოვრებლად წასვლა გინდათ.
პარალელური ადგილები: იერემია 42:20
- მათეს სახარება 22:35და ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, საცდუნებლად ჰკითხა:
- ეზექიელი 14:3ადამის ძევ! ამ კაცებმა კერპები აღმართეს თავიანთ გულებში და თავიანთი უკეთურება დაბრკოლებად დაიდეს წინ; როგორ შემიძლია მათი კითხული ვიყო?
- ეზექიელი 14:4ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან, რომელსაც კერპები აქვს აღმართული თავის გულში და უკეთურება დაბრკოლებად უდევს წინ, მივა წინასწარმეტყველთან, როგორ მიიღებს პასუხს ჩემგან, უფლისგან, როცა თავის კერპთა სიმრავლითურთ არის მოსული,
- რიცხვთა 16:38ხოლო იმათი საცეცხლურებისგან, რომელიც თავის ცოდვას შეეწირა, ფურცლები გაგლინეთ სამსხვერპლოს მოსაჭედავად. რადგან უფლის წინაშე ჰქონდათ მოტანილი და განიწმიდნენ. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანებს.
- ფსალმუნები 65:3ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ შეგვინდობ.
- ფსალმუნები 18:44მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს მე.
- იერემია 17:10მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.
- იერემია 3:10ყოველივე ამის შემდგაც არ მოქცეულა ჩემკენ წრფელი გულით მოღალატე დაჲ იუდა, არამედ მხოლოდ მოჩვენებით, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: იერემია 42
სრულად წაიკითხე: იერემია 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში