
იერემია 43:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი თახფანხესში;
იერემია 43:8 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 43:8 კონტექსტში
43:6კაცები და ქალები, ბავშვები, მეფის ასულები და ყველა, ვინც ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, გედალია ახიკამის ძესთან, შაფანის ძესთან, დატოვა (მათ შორის იყვნენ იერემია და ბარუქ ნერიას ძე) -
43:7და გაემართნენ ეგვიპტის ქვეყნისკენ; არ გაიგონეს უფლის ხმა და თახფანხესში მივიდნენ.
43:8იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი თახფანხესში;
43:9აიღე ხელში დიდი ქვები და იუდაელთა თვალწინ ჩამარხე მოზელილ თიხაში, აგურის გამთსაწვავ ქურაში, ფარაონის სასახლის შესასვლელთან რომ არის, თახფანხესში.
43:10უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ვაგზავნი, რომ მოვაყვანინო ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ჩემი მორჩილი, რომ დავუდგა ტახტი ამ ქვებზე, რომლებიც მე ჩავმარხე. მის ზემოთ გადაშლის იგი თავის ჩარდახს.
პარალელური ადგილები: იერემია 43:8
განაგრძე კითხვა: იერემია 43
სრულად წაიკითხე: იერემია 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში