
ფსალმუნი 139:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?
ფსალმუნი 139:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 139:7 კონტექსტში
139:5უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი.
139:6უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას.
139:7საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?
139:8ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 139:7
- იერემია 23:23განა მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, განა შორიდან არა ვარ ღმერთი?
- იერემია 23:24სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი.
- იონა 1:3ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო.
- იონა 1:10დიდად შეეშინდათ ამ კაცებს, უთხრეს: ეს რა ჩაგიდენიაო, როცა გაიგეს, რომ უფლის პირისგან იყო გაქცეული; რადგან თვითონვე გამოუტყდა.
- მოციქულთა საქმენი 5:9უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 139
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 139 · გახსენი ბიბლიის მკითხველში