
იერემია 44:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენ თავად ნახეთ ყველა უბედურება, რაც იერუსალიმს და იუდას ქალაქებს დავათიე. აჰა, უკვე დანგრეულია და უკაცრიელი
იერემია 44:2 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 44:2 კონტექსტში
44:1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ ნათქვამი ყველა იუდაელზე, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში ცხოვრობდა - მიგდოლში, თახფანხესში, ნოფში და ფათროსის მხარეში.
44:2ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენ თავად ნახეთ ყველა უბედურება, რაც იერუსალიმს და იუდას ქალაქებს დავათიე. აჰა, უკვე დანგრეულია და უკაცრიელი
44:3იმ ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად ჩადიოდნენ, რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამა-პაპა იცნობდა.
44:4ვგზავნიდი მათთან ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, გამუდმებით ვგზავნიდი და ვაბარებდი: ნუ ჩაიდენთ სიბილწეს, რომელიც მე მძულს-მეთქი;
პარალელური ადგილები: იერემია 44:2
- ესაია 6:11ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება.
- იერემია 9:11ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ.
- იერემია 34:22ასე ვბრძანებ, ამბობს უფალი, და მოვაბრუნებ მათ ამ ქალაქისკენ, შეუტევენ და აიღებენ მას და ცეცხლში დასწვავენ. უდაბნოდ ვაქცევ იუდას ქალაქებს და გავაუკაცურებ.
- იერემია 4:7გამოვარდა ლომი თავისი შამბნარიდან და დაიძრა ხალხთა დამღუპველი; გამოდის თავისი სადგომიდან, რათა უდაბნოდ აქციოს შენი ქვეყანა. შენი ქალაქები გაცამტერდება და გაუკაცრიელდება.
- მიქა 3:12ამიტომ შენ გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი - ტყიან ბორცვად.
- გლოვა იერემიასი 1:1როგორ მარტო დარჩა ქალაქი, ოდესღაც ხალხმრავალი, ზის ქვრივი ქალივით; ხალხთა ქალბატონი და მხარეთა დედოფალი მოხარკე შეიქნა.
- გლოვა იერემიასი 5:18გაუკაცრიელდა სიონის მთა და ტურები დარბიან იქ;
- მეორე სთვლისაება 29:2მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს და უთხრა: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა თქვენს თვალწინ ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს, მის მორჩილთ და მთელ მის ქვეყანას -
განაგრძე კითხვა: იერემია 44
სრულად წაიკითხე: იერემია 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში