
გლოვა იერემიასი 5:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუკაცრიელდა სიონის მთა და ტურები დარბიან იქ;
გლოვა იერემიასი 5:18 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 5:18 კონტექსტში
5:16თავზეით გვირგვინი მოგვეხადა; ვაი ჩვვნ, რადგან შევცოდეთ!
5:17ამიტომ შეღონებული გვაქვს გული, ამიტომაც დაგვიბნელდა თვალისჩინი;
5:18გაუკაცრიელდა სიონის მთა და ტურები დარბიან იქ;
5:19შენ კი საუკუნოდ მყოფობ, უფალო, შენი ტახტი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე!
5:20სამუდამოდ რისთვის დაგვივიწყე, ასე ხანგრძლივად რისთვის მიგვატოვე?
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 5:18
- მიქა 3:12ამიტომ შენ გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი - ტყიან ბორცვად.
- იერემია 9:11ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ.
- იერემია 26:9რატომ ქადაგობ უფლის სახელით, რომ ამბობ, სილოამივით დაინგრევაო ეს სახლი და ეს ქალაქიც გაოხრდება და გაუკაცრიელდებაო? შემოადგა მთელი ერი იერემიას უფლის სახლში.
- ესაია 32:13ჩემი ხალხის მიწის გამო, სადაც ძეძვი და ეკალი გაიხარებს; ვაგლახ, ყველა მხიარული სახლის გამო, მოზეიმე ქალაქთა გამო!
- ესაია 32:14რადგან დარბაზები დაცარიელდება და ხმაურიან ქალაქს მიატოვებენ; ბორცვი და გოდოლი გამოქვაბულად იქცევა უკუნისამდე, კანჯართა საჯირითოდ, ჯოგების საძოვრად.
- იერემია 17:3ჩემს მთას მინდვრად, შენს დოვლათს და მთელ განძეულობას დავატაცებინებ, შენს გორაკებს ცოდვის გამო მთელ შენს საზღვრებში.
- გლოვა იერემიასი 2:8გადაწყვიტა უფალმა, დაენგრია სიონის ასულის კედლები, გაჭიმა ძაფი, ხელი არ აიღო განადგურებაზე; დააქცია ზღუდე და კედელი - ერთად არიან დაქცეულნი.
- გლოვა იერემიასი 2:9მიწაში ჩაეფლო მისი ჭიშკრები, მან დალეწა და შემუსრა მისი ურდულები; მისი მეფე და მთავრები წარმართთა შორის არიან; აღარ არის რჯული და მის წინასწარმეტყველებსაც შეუწყდათ უფლისგან ხილვები.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 5
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში