გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 44:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 44:29

ეს იყოს იმის ნიშნად, ამბობს უფალი, რომ დაგსჯით ამ ადგილზე, რათა იცოდეთ, რომ უსათუოდ ახდება ჩემი სიტყვები თქვენდა საუბედუროდ.

იერემია 44:29 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 44:29 კონტექსტში

44:27აჰა, თქვენს საუბედუროდ ვიზრუნებ თქვენზე, არა სასიკეთოდ, და მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაილევა ეგვიპტეში მყოფი ყველა იუდაელი, ვიდრე საბოლოოდ არ დაილევიან.

44:28მახვილს გადარჩენილნი, ძალზე მცირენი, დაბრუნდებიან ეგვიპტიდან იუდას ქვეყნად; მაშინ გაიგებს იუდას ნატამალი, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, საცხოვრებლად, ვისი სიტყვა ახდება: ჩემი თუ მათი?

44:29ეს იყოს იმის ნიშნად, ამბობს უფალი, რომ დაგსჯით ამ ადგილზე, რათა იცოდეთ, რომ უსათუოდ ახდება ჩემი სიტყვები თქვენდა საუბედუროდ.

44:30ასე თქვა უფალმა: აჰა, ჩავაგდებ ფარაონ ხოფრას, ეგვიპტის მეფეს, მისი მტრებისა და მესისხლეების ხელში, როგორც ციდკია იუდას მეფე ჩავაგდე ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის - მისი მტრისა და მესისხლის ხელში.

პარალელური ადგილები: იერემია 44:29

განაგრძე კითხვა: იერემია 44

სრულად წაიკითხე: იერემია 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში