
ლუკას სახარება 21:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი.
ლუკას სახარება 21:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 21:20 კონტექსტში
21:18მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
21:19მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
21:20ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი.
21:21მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში.
21:22ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 21:20
- ლუკას სახარება 19:43ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან;
- დანიელი 9:27იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს.
- მარკოზის სახარება 13:14როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.
- ლუკას სახარება 21:7ჰკითხეს: მოძღვარო, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს?
- მათეს სახარება 24:15ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 21
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში