
იერემია 48:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იერემია 48:22 კონტექსტში
48:20გაწბილებულია მოაბი, რადგან დაიქცა. იტირეთ და იკივლეთ, ამცნეთ არნონში, რომ განადგურებულია მოაბი.
48:21სასჯელმა უწია დაბლობ ქვეყანას - ხოლონს, იაჰცას და მეფაყათს,
48:22დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს;
48:23კარიათაიმს, ბეთ-გამულს და ბეთ-მეყონს,
48:24კერიოთს, ბოცრას და მოაბის ყველა ქალაქს, შორეულსაც და მახლობელსაც.
პარალელური ადგილები: იერემია 48:22
- რიცხვთა 33:46გაემგზავრნენ დიბონ-გადიდან და ყალმონ-დიბლათაიმში დაბანაკდნენ.
- იერემია 48:18ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი გვალვიანში, დიბონის მკვიდრო, რადგან შენ მოგადგა მოაბის გამანადგურებელი და ციხე-სიმაგრეები დაგიქცია.
- იერემია 48:1მოაბზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ვაი ნებოს, გაძარცულია იგი! გაწბილებულია და აღებული კირიათაიმი! გაწბილებულია ციხე-სიმაგრე და დაქცეული.
- ეზექიელი 6:14ხელს მოვუღერებ მათ ყველგან, სადაც კი ცხოვრობენ, და დიბლას უდაბნოზე მეტად გავაუკაცრუებ და გავატიალებ ქვეყანას. მაშინ მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ.
- რიცხვთა 32:34ააშენეს გადიანებმა დიბონი, ყატაროთი და ყაროერი,
განაგრძე კითხვა: იერემია 48
სრულად წაიკითხე: იერემია 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში