
იერემია 48:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კივილის ხმა ისმის ხორონაიმიდან, იავარყოფა და დიდი დაქცევა!
იერემია 48:3 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 48:3 კონტექსტში
48:1მოაბზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ვაი ნებოს, გაძარცულია იგი! გაწბილებულია და აღებული კირიათაიმი! გაწბილებულია ციხე-სიმაგრე და დაქცეული.
48:2წარხდა მოაბის დიდება, ავს უზრახავენ ხეშბონში: წავიდეთ, მოვსპოთო მისი სახსენებელი! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს უკან!
48:3კივილის ხმა ისმის ხორონაიმიდან, იავარყოფა და დიდი დაქცევა!
48:4განადგურდა მოაბი! აკივლდნენ მისი პატარები.
48:5რადგან გირილით ადიან ლუხითის მაღლობზე; რადგან შეცხადების კივილი ესმით ხორონაომის დაღმართებზე.
პარალელური ადგილები: იერემია 48:3
- ესაია 15:5ჩემი გული კვნესის მოაბზე, მისი დევნილნი ცოღარში აფარებენ თავს, ყეგლათ-შელიშიაში; რადგან მოთქმა-მოთქმით მიჰყვებიან ლუხითის აღმართს, რადგან განწირული ხმით კივიან ხორონაიმის გზაზე.
- იერემია 48:34ხეშბონის გამო კივილს ელყალამდე, იაჰაცამდე ბანი მისცეს ცოღარიდან ხორონაიმამდე და ყეგლათ-შელიშიამდე; რადგან დაწყდება ნიმრიმის წყლებიც.
- იერემია 48:5რადგან გირილით ადიან ლუხითის მაღლობზე; რადგან შეცხადების კივილი ესმით ხორონაომის დაღმართებზე.
- ესაია 15:2ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.
- იერემია 47:2ასე ამბობს უფალი: აჰა, მოდიდდება წყალი ჩრდილოეთიდან და გადაიქცევა წამლეკავ ნიაღვრად. წალეკავს ქვეყანას და ყველადცრს, რაც მასზეა, ქალაქებს და მის მცხოვრებლებს. აკივლდება ადამის მოდგმა და მოთქმას მოჰყვებიან ქვეყნის მცხოვრებნი.
- ესაია 15:8დაუარა მოთქმამ მოაბის საზღვრებს, გოდება მისწვდა ეგლაიმს და გოდება მისწვდა ბეერ-ელიმს.
- ესაია 16:7ამიტომ ივალალოს მოაბმა, ყველამ ივალალოს მოაბზე. იგლოვეთ კირ-ხარესეთის ტყლაპები, განადგურებულნო!
- ესაია 16:11ამიტომაც ქნარივით თრთის ჩემი შიგნეული მოაბზე და ჩემი გული - კირ-ხარესზე.
განაგრძე კითხვა: იერემია 48
სრულად წაიკითხე: იერემია 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში