
იერემია 48:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იერემია 48:4 კონტექსტში
48:2წარხდა მოაბის დიდება, ავს უზრახავენ ხეშბონში: წავიდეთ, მოვსპოთო მისი სახსენებელი! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს უკან!
48:3კივილის ხმა ისმის ხორონაიმიდან, იავარყოფა და დიდი დაქცევა!
48:4განადგურდა მოაბი! აკივლდნენ მისი პატარები.
48:5რადგან გირილით ადიან ლუხითის მაღლობზე; რადგან შეცხადების კივილი ესმით ხორონაომის დაღმართებზე.
48:6გაიქეცით, თავს უშველეთ! ბუჩქივით მარტოსული იქნებით უდაბნოში.
პარალელური ადგილები: იერემია 48:4
- რიცხვთა 21:27ამიტომაც ამბობენ მეიგავარაკენი: წადით ხეშბონს, აშენდება და განმტკიცდება სიხონის ქალაქი.
- რიცხვთა 21:30დავამხეთ, განადგურდა ხეშბონი დიბონამდე; გაგაუკაცრიელეთ ნოფახამდე, მედებას მახლობლად რომ არის!
- ფსალმუნები 137:9ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს.
- ესთერი 8:11რომ მეფე ნებას აძლევს იუდაელებს, რომელ ქალაქშიც არ უნდა იყვნენ, შეიკრიბონ და დაიცვან თავი, მოსპონ, დახოცონ, გაწყვიტონ ვინც კი არის მძლავრი ხალხში და სამთავროში, ვინც ავიწროებს მათ და მათ ცოლ-შვილს, და ნადავლად წაიღონ მათი ქონება,
განაგრძე კითხვა: იერემია 48
სრულად წაიკითხე: იერემია 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში