
იერემია 49:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ელამში დავიდგამ ტახტს და აღვგვი იქიდან მეფეებს და მთავრებს, ამბობს უფალი.
იერემია 49:38 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 49:38 კონტექსტში
49:36მივუშვებ ელამზე ოთხ ქარს ცის ოთხივე კიდიდან და ამ ოთხივ ქარისკენ გავფანტავ მათ. არ იქნება ისეთი ხალხი, რომელთანაც არ მივიდეს გაფანტული ელამი.
49:37შიშის ზარს დავცემ მათ მტრებისა და მესისხლეთა წინაშე; მოვუვლენ უბედურებას, ჩემს ცეცხლოვან რისხვას, ამბობს უფალი. მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე არ მოვუღებ ბოლოს.
49:38ელამში დავიდგამ ტახტს და აღვგვი იქიდან მეფეებს და მთავრებს, ამბობს უფალი.
პარალელური ადგილები: იერემია 49:38
- დანიელი 7:9ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.
- დანიელი 7:14მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა.
- იერემია 43:10უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ვაგზავნი, რომ მოვაყვანინო ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ჩემი მორჩილი, რომ დავუდგა ტახტი ამ ქვებზე, რომლებიც მე ჩავმარხე. მის ზემოთ გადაშლის იგი თავის ჩარდახს.
განაგრძე კითხვა: იერემია 49
სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში