
იერემია 49:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივუშვებ ელამზე ოთხ ქარს ცის ოთხივე კიდიდან და ამ ოთხივ ქარისკენ გავფანტავ მათ. არ იქნება ისეთი ხალხი, რომელთანაც არ მივიდეს გაფანტული ელამი.
იერემია 49:36 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 49:36 კონტექსტში
49:34უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ელამზე იუდას მეფის, ციდკიას მეფობის დასაწყისში.
49:35ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, დავლეწავ ელამის მშვილდს, მისი ძლიერების დასაბამს;
49:36მივუშვებ ელამზე ოთხ ქარს ცის ოთხივე კიდიდან და ამ ოთხივ ქარისკენ გავფანტავ მათ. არ იქნება ისეთი ხალხი, რომელთანაც არ მივიდეს გაფანტული ელამი.
49:37შიშის ზარს დავცემ მათ მტრებისა და მესისხლეთა წინაშე; მოვუვლენ უბედურებას, ჩემს ცეცხლოვან რისხვას, ამბობს უფალი. მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე არ მოვუღებ ბოლოს.
49:38ელამში დავიდგამ ტახტს და აღვგვი იქიდან მეფეებს და მთავრებს, ამბობს უფალი.
პარალელური ადგილები: იერემია 49:36
- იერემია 49:32დაიტაცებენ მათ აქლემებს და ნადავლად წაასხამენ ურიცხვ საქონელს; ოთხივ ქარისკენ გავფანტავ საფეთქელშეკრეჭილებს და ყოველს მხრიდან მოვუვლენ უბედურებას, ამბობს უფალი.
- ეზექიელი 5:10ამიტომ მამები შვილებს დაუწყებენ ჭამას თქვენ შორის და შვილები მამებს შეჭამენ. აღვასრულებ სამართალს თქვენზე და ყველა ქარის მიმართ გავფანტავ თქვენს ნატამალს.
- ამოსი 9:9რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლის ყველა ხალხს, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე.
- დანიელი 8:8მაშინ ძალზე განდიდდა ფაჩვნიერი ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მაშინ მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი შვერილი ამოვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით.
- გამოცხადება 7:1შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ.
- იერემია 30:17ჭრილობებს შეგიხორცებ და განგიკურნავ სატკივარს, ამბობს უფალი; რადგან მოკვეთილი გიწოდეს. ეს არის სიონი, რიმლის ამბავსაც არ კითხულთბენ.
- ესაია 56:8ამბობს უფალი ღმერთი, გაფანტული ისრაელის შემკრები: კიდევაც შევკრებ და მივუმატებ უკვე შეკრებილებს.
- დანიელი 11:4მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო და, ამას გარდა, სხვათა ხელში გადავა.
განაგრძე კითხვა: იერემია 49
სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში