
იერემია 49:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადარჩებოდათ, ღამის ქურდები მხოლოდ თავის სამყოფს დაიტაცებდნენ.
იერემია 49:9 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 49:9 კონტექსტში
49:7ედომზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ნუთუ აღარ არის სიბრძნე თემანში? ნუთუ გაცუდდა გონიერთა თათბირი და დაიკარგა მათი სიბრძნე!
49:8გაიქეცით, გაბრუნდით, ქვაბებში შეიხიზნეთ, დედანის მკვიდრნო! რადგან უბედურება მომაქვს ესავისთვის, მისი განკითხვის ჟამი.
49:9ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადარჩებოდათ, ღამის ქურდები მხოლოდ თავის სამყოფს დაიტაცებდნენ.
49:10რადგან მე გავძარცვე ესავი, გამოვამზეურე მისი დარანები, რომ ვეღარ დაიმალოს. განადგურდა მისი მოდგმა, მისი ძმები და მეზობლები, არავინ დარჩა.
49:11დასტოვე შენი ობლები, მე ვარჩენ მათ; ჩემი იმედი ჰქონდეთ შენს ქვრივებს.
პარალელური ადგილები: იერემია 49:9
- აბდია 1:5ქურდებიც რომ დაგცემოდნენ თავს, ღამის ყაჩაღები, ასე არ გაჩანაგდებოდი. მხოლოდ თავის სამყოფს მოიპარავდნენ ისინი. ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადარჩებოდათ.
- აბდია 1:6როგორ გაძარცულა ესავი, როგორ გაუხვეტიათ მისი საგანძურები!
- ესაია 17:6დარჩება ნამცვრევი, რამდენიც რჩება ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ: ორი, სამი მარცვალი წვერში, ოთხი, ხუთი მსხმოიარე ტოტებზე! ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა.
განაგრძე კითხვა: იერემია 49
სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში