
იერემია 49:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიქეცით, გაბრუნდით, ქვაბებში შეიხიზნეთ, დედანის მკვიდრნო! რადგან უბედურება მომაქვს ესავისთვის, მისი განკითხვის ჟამი.
იერემია 49:8 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 49:8 კონტექსტში
49:6მერე კი დავაბრუნებ ყამონიანთა ტყვეებს, ამბობს უფალი.
49:7ედომზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ნუთუ აღარ არის სიბრძნე თემანში? ნუთუ გაცუდდა გონიერთა თათბირი და დაიკარგა მათი სიბრძნე!
49:8გაიქეცით, გაბრუნდით, ქვაბებში შეიხიზნეთ, დედანის მკვიდრნო! რადგან უბედურება მომაქვს ესავისთვის, მისი განკითხვის ჟამი.
49:9ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადარჩებოდათ, ღამის ქურდები მხოლოდ თავის სამყოფს დაიტაცებდნენ.
49:10რადგან მე გავძარცვე ესავი, გამოვამზეურე მისი დარანები, რომ ვეღარ დაიმალოს. განადგურდა მისი მოდგმა, მისი ძმები და მეზობლები, არავინ დარჩა.
პარალელური ადგილები: იერემია 49:8
- იერემია 25:23დედანს და თემას და ბუზს, ყველას ვინც საფეთქელთან თმას იპარსავს,
- იერემია 46:21მისმა მოჯამაგირეებმაც, ბაგის ხარებივით რომ იყვნენ, ზურგი უჩვენეს და ერთად გაიქცნენ, არ დადგნენ, რადგან უწია მათ უბედურების დღემ, განკითხვის ჟამმა.
- ესაია 21:13არაბთა განაჩენი. არაბთა ტყეში გაათიეთ ღამე, დედანის ქარავნებო!
- იერემია 49:30გაიქეცით, იჩქარეთ, ქვაბებში შეიხიზნეთ, ხაცორის მკვიდრნო! ამბობს უფალი, რადგან თათბირი ქნა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ თქვენ წინააღმდეგ და განზრახვა განიზრახა თქვენ წინააღმდეგ.
- იერემია 49:32დაიტაცებენ მათ აქლემებს და ნადავლად წაასხამენ ურიცხვ საქონელს; ოთხივ ქარისკენ გავფანტავ საფეთქელშეკრეჭილებს და ყოველს მხრიდან მოვუვლენ უბედურებას, ამბობს უფალი.
- იერემია 48:28დასტოვეთ ქალაქები და კლდეებში დასახლდით, მოაბის მკვიდრნო! იყავით მტრედებივით, ნაპრალის კიდეებზე რომ იბუდებენ.
- ამოსი 9:1ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი, და მითხრა: დაჰკარი ბუღაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ საბოლოოს მე მოვსვრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება.
- ამოსი 9:3ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარონ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს და დაკბენენ მათ;
განაგრძე კითხვა: იერემია 49
სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში