
იერემია 5:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღია სამარეა მისი კაპარჭი, ძლიერი ვაჟკაცები არიან ყველანი.
იერემია 5:16 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 5:16 კონტექსტში
5:14ამიტომაც ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: იმის გამო, რომ ამ სიტყვებს ამბობთ, აჰა, ცეცხლივით ჩაგიდებთ ბაგეებში ჩემს სიტყვას. ეს ხალხი შეშა იქნება და ცეცხლი შთანთქავს მათ.
5:15აჰა, მოგისევ ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, მაგარ ხალხს, ძველისძველ ხალხს, ხალხს, რომლის ენა არ გეცოდინება და ვერ გაიგეს, რას ლაპარაკობს.
5:16ღია სამარეა მისი კაპარჭი, ძლიერი ვაჟკაცები არიან ყველანი.
5:17გადაჭამს შენს მოსავალს და შენს პურს, შეჭამს შენს ვაჟებს და ასულებს, შეჭამს შენს ცხვარ-ძროხას, შეჭამს შენს ყურძენს და ლეღვს, მახვილით დააქცევს შენს ციხე-ქალაქებს, რომელთა იმედი გაქვს.
პარალელური ადგილები: იერემია 5:16
- ესაია 5:28წამახული აქვს ისრები და ყველა მშვილდი მოზიდული აქვს; კაჟივითაა მისი ცხენის ფლოქვები და მისი ეტლის ბორბლები ქარიშხალია.
- ფსალმუნები 5:9რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ.
- რომაელთა მიმართ 3:13პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე.
განაგრძე კითხვა: იერემია 5
სრულად წაიკითხე: იერემია 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში