გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 50:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 50:39

ამიტომ დაიბუდებენ იქ უდაბნოს მხეცები ტურებთან ერთად და სირაქლემები დაიბუდებენ; უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე.

იერემია 50:39 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 50:39 კონტექსტში

50:37მახვილი მის ცხენებს და მის ეტლებს, მის ჭრელ ხალხს და დიაცებად გადაიქცევიან! მახვილი მის საგანძურებს და გაიძარცვებიან!

50:38გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ კერპებისგან!

50:39ამიტომ დაიბუდებენ იქ უდაბნოს მხეცები ტურებთან ერთად და სირაქლემები დაიბუდებენ; უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე.

50:40როგორც დააქცია ღმერთმა სოდომ-გომორი და მათი დაბები, ამბობს უფალი, ასევე ერთი კაციც არ დასახლდება იქ და კაციშვილი არ იცხოვრებს მასში.

50:41აჰა, ხალხი დაიძრა ჩრდილოეთიდან, დიდი ტომი; ძლიერი მეფეები აღდგებიან ქვეყნის კიდეებიდან.

პარალელური ადგილები: იერემია 50:39

განაგრძე კითხვა: იერემია 50

სრულად წაიკითხე: იერემია 50 · გახსენი ბიბლიის მკითხველში