
იერემია 50:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ კერპებისგან!
იერემია 50:38 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 50:38 კონტექსტში
50:36მახვილი მისნებს და შეიშლებიან, მახვილი ვაჟკაცებს და დაფრთხებიან!
50:37მახვილი მის ცხენებს და მის ეტლებს, მის ჭრელ ხალხს და დიაცებად გადაიქცევიან! მახვილი მის საგანძურებს და გაიძარცვებიან!
50:38გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ კერპებისგან!
50:39ამიტომ დაიბუდებენ იქ უდაბნოს მხეცები ტურებთან ერთად და სირაქლემები დაიბუდებენ; უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე.
50:40როგორც დააქცია ღმერთმა სოდომ-გომორი და მათი დაბები, ამბობს უფალი, ასევე ერთი კაციც არ დასახლდება იქ და კაციშვილი არ იცხოვრებს მასში.
პარალელური ადგილები: იერემია 50:38
- იერემია 50:2გამოაცხადეთ ხალხებში და ასმინეთ, აღმართეთ დროშა, ასმინეთ, არ დაფაროთ, თქვით: აღებულია ბაბილონი, გაწბილებულია ბელი, დამხობილია მეროდაქი. გაწბილდნენ მისი კერპები, დამხობილია მისი ქანდაკებები.
- გამოცხადება 16:12მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით.
- ესაია 44:27რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს!
- იერემია 51:47ამიტომ, აჰა, დადგება ჟამი და დავსჯი ბაბილონის კერპებს, სირცხვილში ჩავარდება მთელი მისი ქვეყანა და დახოცილნი ეყრებიან მის შუაგულში.
- იერემია 51:52რადგან, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავსჯი მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.
- იერემია 51:44მოვიკითხავ ბელს ბაბილონში და პირიდან ამოვანთხევინებ შთანთქმულს და ხალხები შეწყვეტენ მისკენ დენას; ბაბილონის კედლებიც დაეცემა.
- იერემია 51:32ფონები დაჭერილია და ლელიანები ცეცხლში იწვის, მეომრებს თავზარი აქვთ დაცემული.
- იერემია 51:36ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავიცავ შენს სამართალს და შენ გამო ვიძიებ შურს; ამოვაშრობ მის ზღვას და დავუშრეტ წყაროს.
განაგრძე კითხვა: იერემია 50
სრულად წაიკითხე: იერემია 50 · გახსენი ბიბლიის მკითხველში