
იერემია 50:44 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, ლომივით წამოვიდა იორდანეს შამბნარიდან საძოვრებისკენ; ერთ წამს გავაქცევ მათ მისგან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი და ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსი დამიდგება წინ?
იერემია 50:44 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 50:44 კონტექსტში
50:42მშვილდი და შუბი უპყრიათ ხელში; სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; მათი ხმა ზღვის ღრიალია, ცხენებზე სხედან; როგორც ერთი კაცი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!
50:43მოესმა ბაბილონის მეფეს მათი ამბავი და დაუძაბუნდა ხელი; ტკივილმა შეიპყრო, კრუნჩხვამ მშობიარე ქალივით.
50:44აჰა, ლომივით წამოვიდა იორდანეს შამბნარიდან საძოვრებისკენ; ერთ წამს გავაქცევ მათ მისგან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი და ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსი დამიდგება წინ?
50:45ამიტომ გაიგონეთ უფლის განაჩენი, რომელიც განუჩინა ბაბილონს, და მისი ზრახვანი, ქალდეველთა ქვეყნის წინააღმდეგ რომ განიზრახა! თუ არ წაათრიონ ჯოგის პატარებმა, თუ არ დაუმხონ თავზე ბინები!
50:46მოვა ბაბილონის აღების ამბავი. და შეძრწუნდება ქვეყანა, კივილის ხმა გაისმება ხალხებში.
პარალელური ადგილები: იერემია 50:44
- იერემია 49:19აჰა, ლომივით გამოდის იგი იორდანეს ჭალებიდან ნოყიერი საძოვრებისკენ. წამისყოფაში გავაქცევ ქვეყნიდან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ მას. რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი? ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსია, წინ რომ დამიდგეს?
- იერემია 49:21მათი დაცემის ხმა მიწას შეარყევს, მისი კივილი მეწამულ ზღვას მისწვდება.
- გამოსვლა 15:11ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი?
- ესაია 41:25ჩრდილოეთიდან აღვძარი და მოვიდა; მზის აღმოსავლიდან უხმობს ჩემს სახელს და მოდის; მთავრები თითქოს თიხაა და მეთუნესავით დაჯეგავს აყალოს.
- ესაია 46:9გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი.
- ესაია 40:25ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა.
- ფსალმუნები 89:6რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს? ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?
- ესაია 46:11გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან ონავარ ფრინველს, შორი ქვეყნიდან - ჩემი განზრახულის აღმსრულებელს; ვთქვი და დიაღაც მოვახდენ; დავსახე და დიაღაც გავაკეთებ.
განაგრძე კითხვა: იერემია 50
სრულად წაიკითხე: იერემია 50 · გახსენი ბიბლიის მკითხველში