გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 51:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 51:13

დიდი წყლების პირას დამკვიდრებულო, განძმრავალო, მოვიდა შენი აღსასრული, ბოლო მოეღო შენს სიხარბეს!

იერემია 51:13 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 51:13 კონტექსტში

51:11წვერი წაუმახეთ ისრებს, აავსეთ კაპარჭები; აღძრა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის დაღუპვა განიზრახა; რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო.

51:12აღმართეთ ბავრაყი ბაბილონის ზღუდეთა წინააღმდეგ; გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ ყარაულები, მოაწყვეთ საფრები, რადგან რაც განიზრახა უფალმა, გააკეთებს, რაც ბრძანა ბაბილონის მცხოვრებლებზე.

51:13დიდი წყლების პირას დამკვიდრებულო, განძმრავალო, მოვიდა შენი აღსასრული, ბოლო მოეღო შენს სიხარბეს!

51:14თავისი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: აგავსებ ხალხით კალიასავით და გამარჯვების ყიჟინას დასცემენ შენს თავზე.

51:15მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, დაამყარა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გადაჭიმა.

პარალელური ადგილები: იერემია 51:13

განაგრძე კითხვა: იერემია 51

სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში