
იერემია 51:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, დაამყარა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გადაჭიმა.
იერემია 51:15 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 51:15 კონტექსტში
51:13დიდი წყლების პირას დამკვიდრებულო, განძმრავალო, მოვიდა შენი აღსასრული, ბოლო მოეღო შენს სიხარბეს!
51:14თავისი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: აგავსებ ხალხით კალიასავით და გამარჯვების ყიჟინას დასცემენ შენს თავზე.
51:15მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, დაამყარა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გადაჭიმა.
51:16მის ხმაზე ცაში ხმაურობენ წყლები და ღრუბლებს წამოკრეფს ქვეყნის კიდეებიდან; საწვიმრად აჩენს ელვას და ქარი გამოაქვს თავისი საგანძურებიდან.
51:17ბრიყვია ყოველი კაცი თავისი ცოდნით, სირცხვილნაჭამია მჭედელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი გამონადნობი და სული არ არის მასში.
პარალელური ადგილები: იერემია 51:15
- იერემია 10:12ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით,
- იერემია 10:16ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
- გამოცხადება 4:11ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.
- იერემია 32:17ეჰა, უფალო ღმერთო! შენი შექმნილია ცა და მიწა დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით. არაფერია შენთვის შეუძლებელი.
- კოლასელთა მიმართ 1:16რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.
- კოლასელთა მიმართ 1:17ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.
- მოციქულთა საქმენი 14:15რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია,
- რომაელთა მიმართ 1:20და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება.
განაგრძე კითხვა: იერემია 51
სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში