
იერემია 51:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ შეგიდრკებათ გული და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, რომელიც გავარდება ქვეყანაზე. მოვა ხმა ერთ წელს და ამის შემდეგ სხვა წელს სხვა ხმა მოვა. ძალადობა იქნება ქვეყანაზე, მბრძანებელი მბრძანებლის წინააღმდგგ აღდგება.
იერემია 51:46 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 51:46 კონტექსტში
51:44მოვიკითხავ ბელს ბაბილონში და პირიდან ამოვანთხევინებ შთანთქმულს და ხალხები შეწყვეტენ მისკენ დენას; ბაბილონის კედლებიც დაეცემა.
51:45გაერიდე მას, ჩემო ერო, თავს უშველე უფლის რისხვისაგან.
51:46ნუ შეგიდრკებათ გული და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, რომელიც გავარდება ქვეყანაზე. მოვა ხმა ერთ წელს და ამის შემდეგ სხვა წელს სხვა ხმა მოვა. ძალადობა იქნება ქვეყანაზე, მბრძანებელი მბრძანებლის წინააღმდგგ აღდგება.
51:47ამიტომ, აჰა, დადგება ჟამი და დავსჯი ბაბილონის კერპებს, სირცხვილში ჩავარდება მთელი მისი ქვეყანა და დახოცილნი ეყრებიან მის შუაგულში.
51:48იყიჟინონ ბაბილონზე ცამ და მიწამ და ყველაფერმა, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან შეესევიან მას მაოხარნი, ამბობს უფალი.
პარალელური ადგილები: იერემია 51:46
- ესაია 13:3მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს ძლიერთ ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ.
- ესაია 13:5შორი ქვეყნებიდან, ცის კიდიდან მოდიან, უფალი და მისი რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად.
- ესაია 19:2ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს.
- ლუკას სახარება 21:9როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება აღსასრული.
- ლუკას სახარება 21:19მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
- მსაჯულნი 7:22ვიდრე სამასი კაცი ბუკებს სცემდა, უფალმა ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი მთელ ბანაკს. უკუიქცა ლაშქარი ბეთშიტამდე, ცერარის მხრისკენ, და აბელმექოლის საზღვრებამდე, ტაბათს იქით.
- ესაია 21:2სასტიკი ხილვა გამომეცხადა: დამარბეველი არბევს და მძარცველი ძარცვავს. შეიმართე, ელამო, შემოადექ, მიდიავ! ბოლო მოვუღე ყოველ კვნესას.
- ესაია 21:3ამიტომ მიცახცახებს ნაწლავები, მშობიარის ტკივილებმა შემიპყრო, კრუნჩხვისაგან არაფერი მესმის, შეშფოთებისგან ვერაფერს ვხედავ.
განაგრძე კითხვა: იერემია 51
სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში