გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 51:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 51:5

რადგან არ დაობლებულან ისრაელი და იუდა თავისი ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა სავსეა მათი ქვეყანა ცოდვებით ისრაელის წმიდის წინაშე.

იერემია 51:5 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 51:5 კონტექსტში

51:3ნუ მოზიდავს მშვილდს მშვილდის მომზიდველი, ნუ გადიდგულდება თავის ჯავშანში! ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, გაანადგურეთ მთელი მისი ლაშქარი!

51:4დაეცემიან დახოცილნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში.

51:5რადგან არ დაობლებულან ისრაელი და იუდა თავისი ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა სავსეა მათი ქვეყანა ცოდვებით ისრაელის წმიდის წინაშე.

51:6გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავის თავს უშველოს. არ დაიღუპოთ მისი სასჯელით, რადგან ეს უფლის განკითხვის ჟამია, ის მიუზღავს მას სამაგიეროს.

51:7ოქროს თასი იყო ბაბილონი უფლის ხელში მთელი ქვეყნის დამათრობელი; მის ღვინოს სვამდნენ ხალხები.

პარალელური ადგილები: იერემია 51:5

განაგრძე კითხვა: იერემია 51

სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში