
იერემია 51:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაეცემიან დახოცილნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში.
იერემია 51:4 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 51:4 კონტექსტში
51:2და მივუსევ ბაბილონს გამნიავებლებს და გაანიავებენ მას, გააპარტახებენ მის მიწას, რადგან შეესევიან ყოველის მხრიდან გასაჭირის ჟამს.
51:3ნუ მოზიდავს მშვილდს მშვილდის მომზიდველი, ნუ გადიდგულდება თავის ჯავშანში! ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, გაანადგურეთ მთელი მისი ლაშქარი!
51:4დაეცემიან დახოცილნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში.
51:5რადგან არ დაობლებულან ისრაელი და იუდა თავისი ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა სავსეა მათი ქვეყანა ცოდვებით ისრაელის წმიდის წინაშე.
51:6გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავის თავს უშველოს. არ დაიღუპოთ მისი სასჯელით, რადგან ეს უფლის განკითხვის ჟამია, ის მიუზღავს მას სამაგიეროს.
პარალელური ადგილები: იერემია 51:4
- იერემია 49:26ამიტომაც დაეცემიან ჭაბუკები მის მოედნებზე და ყველა მებრძოლი გაწყდება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- ესაია 13:15ვისაც მიასწრებენ, განგმირავენ, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დასცემენ.
- იერემია 50:30ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკები ქუჩებში და ყველა მისი მეომარი დადუმდება ამ დღეს, ამბობს უფალი.
- იერემია 50:37მახვილი მის ცხენებს და მის ეტლებს, მის ჭრელ ხალხს და დიაცებად გადაიქცევიან! მახვილი მის საგანძურებს და გაიძარცვებიან!
- ესაია 14:19შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი.
განაგრძე კითხვა: იერემია 51
სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში