
იერემია 51:52 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავსჯი მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.
იერემია 51:52 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 51:52 კონტექსტში
51:50ილტვოდეთ, მახვილს გადარჩენილნო, ნუ დადგებით! შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ.
51:51გვრცხვენოდა, გინება რომ გვესმოდა; სირცხვილი ფარავდა ჩვენს სახეს, როცა უცხო თესლი მოადგა უფლის სახლის საწმიდარებს.
51:52რადგან, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავსჯი მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.
51:53თუმცა ცად აღზევდა ბაბილონი, თუმცა ზესკნელში დაამყარა თავისი სიმაგრე, ჩემგან მიუვლენ მაოხარნი, ამბობს უფალი.
51:54ხმა მოთქმისა გაისმის ბაბილონიდან და დიდი დაქცევისა ქალდეველთა ქვეყნიდან.
პარალელური ადგილები: იერემია 51:52
- იერემია 51:47ამიტომ, აჰა, დადგება ჟამი და დავსჯი ბაბილონის კერპებს, სირცხვილში ჩავარდება მთელი მისი ქვეყანა და დახოცილნი ეყრებიან მის შუაგულში.
- იერემია 50:38გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ კერპებისგან!
- ეზექიელი 30:24გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ხელში მახვილს მივცემ; მკლავს გადავუმტვრევ ფარაონს და დაჭრილივით აკვნესდება მის წინაშე.
- ესაია 13:15ვისაც მიასწრებენ, განგმირავენ, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დასცემენ.
- ესაია 13:16მათი ჩვილები მათ თვალწინ გაიჭეჭყებიან, მათი სახლები გაიძარცვება, მათი ცოლები გაუპატიურდებიან.
- დანიელი 5:30იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.
- დანიელი 5:31დარიოს მიდიელმა სამოცდაორი წლის ასაკში მიიღო სამეფო.
განაგრძე კითხვა: იერემია 51
სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში