
იერემია 51:59 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიტყვა, რომვლიც უანდერძა იერემია წინასწარმეტყველმა სერაიას ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, როცა ის ციდკიაჰუსთან, იუდას მეფესთან, ბაბილონში მიდიოდა, მისი მეფობის მეოთხე წელს (სერაია მესაწოლეთუხუცესი იყო).
იერემია 51:59 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 51:59 კონტექსტში
51:57დავათრობ მის მთავრებს და მის ბრძენებს, მის ნაცვლებს, მის განმგებლებს და მის მეომრებს; დაიძინებენ საუკუნო ძილით და ვერასოდეს გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
51:58ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის ფართო კედლები შეირყევა და მაღალი კარიბჭენი ცეცხლში გადაიბუგება. არაფრისთვის იშრომეს ხალხებმა და ცეცხლის გულისთვის დაშვრენ ტომები.
51:59სიტყვა, რომვლიც უანდერძა იერემია წინასწარმეტყველმა სერაიას ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, როცა ის ციდკიაჰუსთან, იუდას მეფესთან, ბაბილონში მიდიოდა, მისი მეფობის მეოთხე წელს (სერაია მესაწოლეთუხუცესი იყო).
51:60ჩასწერა იერემიამ ერთ წიგნში ყველა უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დატყდომოდა, ყველა ეს სიტყვა, ბაბილონის გამო დაწერილი.
51:61უთხრა იერემიამ სერაიას: ბაბილონში შენი მისვლისას, იცოდე, წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.
პარალელური ადგილები: იერემია 51:59
- იერემია 32:12და მივეცი ნასყიდობის წიგნი ბარუქ ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, ხანმიელის, ჩემი ბიძაშვილის თვალწინ, მოწმეების თვალწინ, რომელთაც ხელი მოაწერეს ნასყიდობის წიგნს, და ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც საპატიმროში ისხდნენ.
- იერემია 36:4უხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და დაწერა ბარუქმა გრაგნილზე იერემიას კარნახით უფლის ყოველი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერემიასთვის უფალს.
- იერემია 28:1იმავე წელს, იუდას მეფის ციდკიას მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს ხანანია ყაზურის ძემ, გაბაონელმა წინასწარმეტყველმა მითხრა უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ:
- იერემია 45:1სიტყვა, რომელიც უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ბარუქ ნერიას ძეს, როცა მან იერემიას კარნახით წიგნში ჩაწერა ეს სიტყვები იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეოთხე წელს.
- იერემია 52:1ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისის სახელი იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
განაგრძე კითხვა: იერემია 51
სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში