
იერემია 51:61 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა იერემიამ სერაიას: ბაბილონში შენი მისვლისას, იცოდე, წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.
იერემია 51:61 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 51:61 კონტექსტში
51:59სიტყვა, რომვლიც უანდერძა იერემია წინასწარმეტყველმა სერაიას ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, როცა ის ციდკიაჰუსთან, იუდას მეფესთან, ბაბილონში მიდიოდა, მისი მეფობის მეოთხე წელს (სერაია მესაწოლეთუხუცესი იყო).
51:60ჩასწერა იერემიამ ერთ წიგნში ყველა უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დატყდომოდა, ყველა ეს სიტყვა, ბაბილონის გამო დაწერილი.
51:61უთხრა იერემიამ სერაიას: ბაბილონში შენი მისვლისას, იცოდე, წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.
51:62თქვი: უფალო, შენ გიბრძანებია ამ ადგილის გამო, რომ განადგურებ მას, ისე რომ არავინ დარჩება იქ ადამიანიდან პირუტყვამდე, რადგან სამუდამო უდაბნოდ იქცევა.
51:63როცა დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი ქვა და შუაგულ ევფრატში ჩააგდე.
პარალელური ადგილები: იერემია 51:61
- კოლასელთა მიმართ 4:16როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, მათთვის გაგზავნილი წერილი კი თქვენც წაიკითხეთ.
- მარკოზის სახარება 13:1ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები!
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:18ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე.
- გამოცხადება 1:3ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი.
- მათეს სახარება 24:1გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის.
- იერემია 29:1ეს არის სიტყვები წერილისა, რომელიც იერუსალიმიდან გაუგზავნა იერემია წინასწარმეტყველმა გადასახლებაში მყოფი უხუცესიაბის დანარჩომს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და ყველას, ვინც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იერუსალიმიდან ბაბილონში.
- იერემია 29:2(ეს მას მერე მოხდა, რაც მეფე იექონია, დედოფალი, კარისკაცები, იუდასა და იერუსალიმის მთავრები, ხუროები და მჭედლები წავიდნენ იერუსალიმიდან);
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:27გაფიცებთ უფალს, ყველა ძმას წაუკითხეთ ეს წერილი.
განაგრძე კითხვა: იერემია 51
სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში