
იერემია 52:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ციდკიაჰუს თვალები დათხარა, ბორკილები დაადო, წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონს, საპყრობილეში.
იერემია 52:11 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 52:11 კონტექსტში
52:9შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, ჰამათის ქვეყანაში, და გამოუტანა განაჩენი.
52:10თვალწინ დაუკლა ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიაჰუს და იუდას ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში.
52:11ციდკიაჰუს თვალები დათხარა, ბორკილები დაადო, წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონს, საპყრობილეში.
52:12მეხუთე თვეს, თვის ათში - ეს იყო ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მეცხრამეტე წელი - მოვიდა ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცეხი, ბაბილონის მეფის წინაშე მდგომელი, იერუსალიმში.
52:13გადაწვა უფლის სახლი, მეფის სახლი და იერუსალიმის ყველა სახლი; ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა.
პარალელური ადგილები: იერემია 52:11
- ეზექიელი 12:13მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაებმება ჩემს მახეში: წავიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას, თუმცა იქ მოკვდება.
- იერემია 34:3თავად შენ ვერ დაუსხლტები ხელიდან, არამედ შეგიპყრობენ და ხელში ჩაუვარდები. შენი თვალით იხილავ ბაბილონის მეფეს და მისი ბაგე ილაპარაკებს შენს ბაგესთან. წახვალ ბაბილონში.
- იერემია 34:5მშვიდად მოკვდები და, როგორც შენს მამა-პაპას, შენს წინამორბედ მეფეებს, უკმევდნენ საკმეველს, ასევე შენც დაგიკმევენ და, ვაი, ბატონოო, დაგიტირებენ. ნამდვილად ახდება ჩემი ნათქვამი, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: იერემია 52
სრულად წაიკითხე: იერემია 52 · გახსენი ბიბლიის მკითხველში