
იერემია 6:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაწუნებულ ვერცხლს დაარქმევენ მათ, რადგან დაიწუნა ისინი უფალმა.
იერემია 6:30 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 6:30 კონტექსტში
6:28ყველანი ჯანყისთავები არიან, ამბის მიმტანნი, სპილენძი და რკინა, ყველანი წარმწყმედელნი არიან.
6:29ქშინავს საბერველი, ტყვია მთლიანად შთაინთქა ცეცხლში, მაგრამ ამაოდ გადაიდნო, რადგან ბოროტეულნი არ განცალკევებულან.
6:30დაწუნებულ ვერცხლს დაარქმევენ მათ, რადგან დაიწუნა ისინი უფალმა.
პარალელური ადგილები: იერემია 6:30
- ოსეა 9:17მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას; და ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან.
- ესაია 1:22ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია.
- ფსალმუნები 119:119როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი.
- ესაია 1:25მოვაქცევ შენკენ ხელს და, თითქოს ტუტეში გამეფეროს შენი ხენჯიანი ვერცხლი, ყოველგვარ მინარევს მოგაცილებ.
- მათეს სახარება 5:13თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად.
- იგავესნი 25:4ვერცხლს წიდა მოაშორე და ოქრომჭედელს ჭურჭლად ექნება.
- რომაელთა მიმართ 11:1ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელიტი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან.
- იერემია 7:29თმა მოიკვეცე და გადაუარე; გლოვა გამართე ხმელგორებზე, რადგან უფალმა უარყო და მიატოვა მისგან შერისხული მოდგმა.
განაგრძე კითხვა: იერემია 6
სრულად წაიკითხე: იერემია 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში