
იერემია 7:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადექი უფლის სახლის კარიბჭესთან და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა, თქვი: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც ამ კარიბჭეებით შემოდიხართ უფლის თაყვანისსაცემად.
იერემია 7:2 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 7:2 კონტექსტში
7:1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან თქმული:
7:2დადექი უფლის სახლის კარიბჭესთან და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა, თქვი: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც ამ კარიბჭეებით შემოდიხართ უფლის თაყვანისსაცემად.
7:3ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოისწორეთ თქვენი ზნე და საქციელი, რათა მტკიცედ დაგასახლოთ ამ ადგილზე.
7:4ნუ დაენდობით ცრუ სიტყვებს, რომ ამბობენ: უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო აქ!
პარალელური ადგილები: იერემია 7:2
- იერემია 26:2ამბობს უფალი: დადექი უფლის სასახლის ეზოში და ამცნე უფლის სახლში თაყვანისსაცემად იუდას ქალაქებიდან მოსულებს ეს სიტყვები, რომელიც გამოგიცხადე მათთვის სათქმელად. ერთი სიტყვაც არ დააკლო.
- იერემია 22:1ასე ამბობს უფალი: ჩადი იუდას მეფის სახლში და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა.
- იერემია 22:2თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფევ, დავითის მოსაყდრევ, შენ და შენმა მორჩილებმა, და ხალხმა, ამ კარიბჭეებში შემომსვლელმა.
- ამოსი 7:16ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისაკის სახლის წინააღმდეგო.
- ესაია 1:10ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!
- ეზექიელი 2:4ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 2:5გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
- გამოცხადება 3:22ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
განაგრძე კითხვა: იერემია 7
სრულად წაიკითხე: იერემია 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში