გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 22:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 22:2

თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფევ, დავითის მოსაყდრევ, შენ და შენმა მორჩილებმა, და ხალხმა, ამ კარიბჭეებში შემომსვლელმა.

იერემია 22:2 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 22:2 კონტექსტში

22:1ასე ამბობს უფალი: ჩადი იუდას მეფის სახლში და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა.

22:2თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფევ, დავითის მოსაყდრევ, შენ და შენმა მორჩილებმა, და ხალხმა, ამ კარიბჭეებში შემომსვლელმა.

22:3ასე ამბობს უფალი: ქმენით სამართალი და სიმართლე, იხსენით გაძარცული მოძალადის ხელიდან, ნუ დაჩაგრავთ და ნუ გაღლეტთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ნუ დაღვრით ამ ადგილზე უბრალო სისხლს.

22:4რადგან თუ აასრულებთ ამ სიტყვას, ივლიან ამ სახლის კარიბჭეებით დავითის მოსაყდრე მეფეები, ეტლზე და ცხენებზე ამხედრებულნი, თავად იგი და მისი მორჩილნი და მისი ხალხი.

პარალელური ადგილები: იერემია 22:2

განაგრძე კითხვა: იერემია 22

სრულად წაიკითხე: იერემია 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში