
იობი 11:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შუადღესავით ინათებს წუთისოფელი და ბნელი დილასავით იქნება;
იობი 11:17 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 11:17 კონტექსტში
11:15მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება.
11:16რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ;
11:17შუადღესავით ინათებს წუთისოფელი და ბნელი დილასავით იქნება;
11:18დამშვიდდები, რადგან არის სასო, დასადგურდები და იმედიანად დაიძინებ;
11:19იწვები და არავინ შეგაშინებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას.
პარალელური ადგილები: იობი 11:17
- ფსალმუნები 37:6და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.
- ესაია 58:8მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება.
- ესაია 58:10თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება.
- იგავესნი 4:18მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.
- ზაქარია 14:6იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, არამედ, სიცივე და ყინვა;
- ზაქარია 14:7იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე; მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი.
- ოსეა 6:3შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.
- მიქა 7:8ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!
განაგრძე კითხვა: იობი 11
სრულად წაიკითხე: იობი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში