
იობი 11:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას?
იობი 11:7 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 11:7 კონტექსტში
11:5ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენ მიმართ!
11:6გაგიცხადებდა სიბრძნის საიდუმლოებებს, რადგან ორგემაგეა სიბრძნე. იცოდე, რომ დაივიწყა ღმერთმა ზოგიერთი შენი შეცოდება.
11:7ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას?
11:8ცათა მწვერვალებია, რა გამოგივა? ქვესკნელზე უღრმესია, რას შეიცნობ?
პარალელური ადგილები: იობი 11:7
- ეკლესიასტე 3:11მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო.
- რომაელთა მიმართ 11:33ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი!
- ფსალმუნები 145:3დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია.
- ესაია 40:28განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება.
- ეფესელთა მიმართ 3:8მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,
- ფსალმუნები 77:19ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი.
- იობი 37:23ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, ის აღმატებულია ძალით და სიმართლით; მრავალმოწყალეა, არავის ჩაგრავს.
- იობი 5:9შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,
განაგრძე კითხვა: იობი 11
სრულად წაიკითხე: იობი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში