
იობი 5:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,
იობი 5:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 5:9 კონტექსტში
5:7ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაბერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.
5:8ისევ ღმერთს დავეკითხები და ღმერთს მივანდობ ჩემს საქმეს,
5:9შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,
5:10მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე,
5:11რათა მდაბალნი აამაღლოს და დამწუხრებულნი ხსნად აღზევდნენ.
პარალელური ადგილები: იობი 5:9
- ფსალმუნები 40:5ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენ მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად.
- იობი 9:10მან შექმნა გამოუკვლეველი დიდებულებანი და ურიცხვი საკვირველებანი.
- ფსალმუნები 72:18კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა.
- ფსალმუნები 86:10რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი ერთადერთი.
- იობი 37:5გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს;
- რომაელთა მიმართ 11:33ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი!
- ესაია 40:28განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება.
- იობი 26:5აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.
განაგრძე კითხვა: იობი 5
სრულად წაიკითხე: იობი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში