
იობი 12:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეფეებს სარტყელს შემოახსნის და წელზე ძონძებს შემოარტყამს;
იობი 12:18 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 12:18 კონტექსტში
12:16მასთან არის ძალი და ძლევა, მისია ცდუნებული და მაცდუნებელი.
12:17მრჩეველნი ტყვედ მიჰყავს, მსაჯულებს აბრიყვებს;
12:18მეფეებს სარტყელს შემოახსნის და წელზე ძონძებს შემოარტყამს;
12:19ტყვედ მიყავს მღვდლები და ამხობს ძალმოსილთ;
12:20ართმევს მეტყველებას, სარწმუნო ხალხს და გაგების უნარს მოხუცებულებს;
პარალელური ადგილები: იობი 12:18
- დანიელი 2:21იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ - ცოდნას.
- იერემია 52:31იუდას მეფის იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვეს, თვით ოცდახუთში, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს თავი აუწია იეჰოაქინს, იუდას მეფეს, და გამოიყვანა ის სატუსაღოდან.
- იერემია 52:34შეუწყვეტელი სარჩო ეძლეოდა ბაბილონის მეფისგან ყოველდღიურად სიკვდილის დღემდე, ვიდრე ცოცხალი იყო.
- ფსალმუნები 116:16გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; გახსენი ჩემი ბორკილები.
- ნეშტთა შორისა ბ 33:11მიუსია მას უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები. შეიპყრეს მენაშე, დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ბორკილდადებული ბაბილონს წაიყვანეს.
- ნეშტთა შორისა ბ 33:14ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზთა კარიბჭის შესასვლელამდე, გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა, და მხედართმთავრები ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში.
- გამოცხადება 19:16ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი.
განაგრძე კითხვა: იობი 12
სრულად წაიკითხე: იობი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში