
იობი 12:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მასთან არის ძალი და ძლევა, მისია ცდუნებული და მაცდუნებელი.
იობი 12:16 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 12:16 კონტექსტში
12:14აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, ჩაკეტავს კაცს და ვეღარ დაიხსნება.
12:15დააკავებს წყლებს და დაშრებიან, გაუშვებს და მიწას დაღარავენ.
12:16მასთან არის ძალი და ძლევა, მისია ცდუნებული და მაცდუნებელი.
12:17მრჩეველნი ტყვედ მიჰყავს, მსაჯულებს აბრიყვებს;
12:18მეფეებს სარტყელს შემოახსნის და წელზე ძონძებს შემოარტყამს;
პარალელური ადგილები: იობი 12:16
- იობი 13:9მოგეწონებათ, რომ გამოგჩხრიკოთ? ისე მოატყუებთ, როგორც ადამიანები ტყუვდებიან?
- ეზექიელი 14:9თუ წინასწარმეტყველი ჩავარდა ცდუნებაში და ალაპარაკდა, მე, უფალი, ვიქნები ამ წინასწარმეტყველის მაცდუნებელი; ხელს მოვუღერებ და ჩემი ერიდან, ისრაელიდან, ამოვძირკვავ მას.
- იობი 13:7ღვთის გამო ლაპარაკობთ ტყუილს, მის გამო ლაპარკობთ სიცრუეს?
- იობი 12:13მასთან არის სიბრძნე და ძალი, მისია რჩევა და ჭკუა.
- მათეს სახარება 6:13და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.
განაგრძე კითხვა: იობი 12
სრულად წაიკითხე: იობი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში