
იობი 12:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აძლიერებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და უძღვება;
იობი 12:23 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 12:23 კონტექსტში
12:21თავსლაფს ასხამს დიდებულებს და ძლიერებს სარტყელს უმსუბუქებს;
12:22აცხადებს იდუმალებებს წყვდიადიდან და სინათლეზე გამოჰყავს ბნელი;
12:23აძლიერებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და უძღვება;
12:24ჭკუას ურევს ქვეყნის ერის თავკაცებს და უგზოუკვლო უდაბნოში ახეტიალებს;
12:25ხელის ცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ, მთვრალებივით ახეტიალებს.
პარალელური ადგილები: იობი 12:23
- ესაია 9:3შენ გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას.
- ესაია 26:15შენ გაგიმრავლებია ხალხი, უფალო, გაგიმრავლებია ხალხი! განდიდებულხარ, განგივრცია ქვეყნის კიდეები.
- ფსალმუნები 107:38აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს.
- ესაია 60:22მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი - ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას.
- გამოსვლა 1:20წყალობდა ღმერთი ბებიაქალებს, ხალხი კი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა.
- ესაია 51:2შეჰედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს, რადგან როცა ერთი იყო, მაშინ მოვუწოდე მას, ვაკურთხე და გავამრავლე.
- ესაია 27:6დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელ ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით.
- გამოსვლა 1:7ინაყოფიერეს ისრაელიანებმა, გაფუფუნდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ და მეტისმეტად გაძლიერდნენ. აავსეს მთელი ქვეყანა.
განაგრძე კითხვა: იობი 12
სრულად წაიკითხე: იობი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში