
იობი 13:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მწარე ამბებს მაწერ თავზე და სიყმაწვილის დროინდელ ცოდვებს მითვლი;
იობი 13:26 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 13:26 კონტექსტში
13:24რისთვის მიმალავ სახეს და რისთვის შეგირაცხივარ შენს მტრად?
13:25მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას სდევნი?
13:26რადგან მწარე ამბებს მაწერ თავზე და სიყმაწვილის დროინდელ ცოდვებს მითვლი;
13:27ხუნდებში გამაყოფიე ფეხები და ჩემს გზა-სავალს ყარაულობ;
13:28ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისაგან შეჭმული სამოსელი.
პარალელური ადგილები: იობი 13:26
- ფსალმუნები 25:7ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო.
- იგავესნი 5:11ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი.
- იგავესნი 5:13არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო.
- იოანე 5:14ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს.
- იოანე 5:5იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით.
- ფსალმუნები 88:3რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.
- ფსალმუნები 88:18შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.
- იერემია 31:19რადგან მოქცევის შემდეგ მოვინანიებ და დასჯის შემდეგ თეძოებზე ხელებს დავიცემ; შერცხვენილი ვარ და გაწბილებული, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს ვატარებ.
განაგრძე კითხვა: იობი 13
სრულად წაიკითხე: იობი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში