
იობი 13:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხუნდებში გამაყოფიე ფეხები და ჩემს გზა-სავალს ყარაულობ;
იობი 13:27 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 13:27 კონტექსტში
13:25მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას სდევნი?
13:26რადგან მწარე ამბებს მაწერ თავზე და სიყმაწვილის დროინდელ ცოდვებს მითვლი;
13:27ხუნდებში გამაყოფიე ფეხები და ჩემს გზა-სავალს ყარაულობ;
13:28ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისაგან შეჭმული სამოსელი.
პარალელური ადგილები: იობი 13:27
- იობი 33:11ხუნდებში გამაყრევინა ფეხები, ჩემს ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებსო.
- იობი 2:7გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.
- იობი 16:9მფლეთს თავისი რისხვით და მძულვარებს, კბილებს მიხრჭიალებს, მტერი თვალს ლესავს ჩემზე;
- ნეშტთა შორისა ბ 16:10განურისხდა ასა მისანს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო ნათქვამის გამო. იმავე დროს ასა ჩაგრავდა ხალხიდან ზოგიერთებს.
- ნეშტთა შორისა ბ 16:12თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს.
- მოციქულთა საქმენი 16:24ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო.
- იობი 10:6რას ეძებ ჩემს დანაშაულს? ჩემს ცოდვებს რას კითხულობ?
- იგავესნი 7:22იმწამსვე უკან გაჰყვა, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შებორკილი გიჟი დასასჯელად.
განაგრძე კითხვა: იობი 13
სრულად წაიკითხე: იობი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში