
იობი 15:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმედი არა აქვს, რომ გაექცევა წყვდიადს და შემართულია მასზე მახვილი;
იობი 15:22 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:22 კონტექსტში
15:20იტანჯება ბოროტი მთელი სიცოცხლე და წელთა რიცხვი დაფარულია მძლავრთათვის;
15:21შიშისზარია მათ ყურებში, მშვიდობიანობის დროს ესხმის თავს მძარცველი.
15:22იმედი არა აქვს, რომ გაექცევა წყვდიადს და შემართულია მასზე მახვილი;
15:23ლუკმა პურასათვის დახეტიალობს, მაგრამ სად არის? იცის, შავი დღე შერჩება ხელში.
15:24აშინებს მას გასაჭირი და იწროება, თავს ესხმის ომში გასულ მეფესავით.
პარალელური ადგილები: იობი 15:22
- იობი 20:24გაექცევა რკინის იარაღს და განგმირავს მას სპილენძის მშვილდი;
- იობი 20:25შუბი გააღწევს მის გვამში, ელვარე მახვილი - მის გულ-ბოყვში; და შიშის ზარი დაეცემა მას.
- იობი 9:16თუ შევღაღადებდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ყურად იღო ჩემი ხმა.
- ესაია 8:21ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.
- ესაია 8:22მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს - წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება.
- იობი 27:14თუ შვილები გაუმრავლდება, მხოლოდ მახვილისთვის, და მისი შთამომავლობა პურით ვერ გაძღება.
- მათეს სახარება 27:5დაყარა ვერცხლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
- იობი 19:29მახვილს მოერიდეთ, რადგან რისხვაა მახვილის სასჯელი, რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა!
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში