
იობი 15:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აშინებს მას გასაჭირი და იწროება, თავს ესხმის ომში გასულ მეფესავით.
იობი 15:24 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:24 კონტექსტში
15:22იმედი არა აქვს, რომ გაექცევა წყვდიადს და შემართულია მასზე მახვილი;
15:23ლუკმა პურასათვის დახეტიალობს, მაგრამ სად არის? იცის, შავი დღე შერჩება ხელში.
15:24აშინებს მას გასაჭირი და იწროება, თავს ესხმის ომში გასულ მეფესავით.
15:25რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
პარალელური ადგილები: იობი 15:24
- იგავესნი 6:11ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება.
- ესაია 13:3მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს ძლიერთ ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ.
- იობი 6:2რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთბაშად დადებულიყო სასწორზე,
- იობი 6:4რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს.
- იგავესნი 24:34და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.
- ფსალმუნები 119:143განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის.
- რომაელთა მიმართ 2:9ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.
- იგავესნი 1:27როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება.
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში