
იობი 15:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რას მიხვდი ისეთს, რაც ჩვენთან არ არის?
იობი 15:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:9 კონტექსტში
15:7პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ?
15:8ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია?
15:9რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რას მიხვდი ისეთს, რაც ჩვენთან არ არის?
15:10თმათეთრიც და მოხუცებულიც არის ჩვენ შორის, მამაშენზე უხსენი.
15:11გეცოტავება ნუგეში ღვთისგან? ან იქნებ რაღაც საიდუმლო სიტყვაა შენთან?
პარალელური ადგილები: იობი 15:9
- იობი 13:2რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები.
- კორინთელთა მიმართ ბ 11:5მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.
- კორინთელთა მიმართ ბ 11:21სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ.
- კორინთელთა მიმართ ბ 11:30თუ საჭიროა სიქადული, შემიძლია ჩემი უძლურებით დავიქადო.
- იობი 26:3რა რჩევა მიგიცია სიბრძნენაკლულისთვის და რა ბევრი ჭკუა გისწავლებია?
- იობი 26:4ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
- კორინთელთა მიმართ ბ 10:7დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.
- იობი 12:3მეც თქვენსავით მაქვს გონება, თქვენზე ნაკლები არც მე ვარ. ვის არ გაუგონია მსგავსი ამბები?
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში