
იობი 26:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
იობი 26:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 26:4 კონტექსტში
26:2როდის შეწევნიხარ უძლურს? როდის აგიპყრია მკლავი უმწეოსთვის?
26:3რა რჩევა მიგიცია სიბრძნენაკლულისთვის და რა ბევრი ჭკუა გისწავლებია?
26:4ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
26:5აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.
26:6გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.
პარალელური ადგილები: იობი 26:4
- იობი 32:18რადგან სავსე ვარ სიტყვებით და შიგნიდან მაწვება სული;
- იოანეს ეპისტოლე ა 4:1საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.
- იოანეს ეპისტოლე ა 4:3ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.
- ეკლესიასტე 12:7მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.
- კორინთელთა მიმართ ა 12:3ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით.
- იობი 20:3ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონებიდან მპასუხობს სული:
- გამოცხადება 16:13და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი.
- გამოცხადება 16:14ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.
განაგრძე კითხვა: იობი 26
სრულად წაიკითხე: იობი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში