
იობი 16:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვთხვარე ჩემი დიდება.
იობი 16:15 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 16:15 კონტექსტში
16:13გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი.
16:14გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემკენ.
16:15ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვთხვარე ჩემი დიდება.
16:16სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია.
პარალელური ადგილები: იობი 16:15
- შესაქმე 37:34ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს.
- ფსალმუნები 7:5დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა.
- ესაია 22:12იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე.
- ფსალმუნები 75:5ნუ მოჰყვებით მეტისმეტ ქედმაღლობას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნულად.
- ფსალმუნები 75:10ბოროტთა რქებს მთლიანად დავამტვრევ, მართლის ღირსებას ავამაღლებ.
- იობი 30:19ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე;
- მეფეთა ა 2:10უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან დამეხავს მათ უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს.
განაგრძე კითხვა: იობი 16
სრულად წაიკითხე: იობი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში