
იობი 16:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემკენ.
იობი 16:14 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 16:14 კონტექსტში
16:12უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.
16:13გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი.
16:14გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემკენ.
16:15ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვთხვარე ჩემი დიდება.
16:16სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია.
პარალელური ადგილები: იობი 16:14
- ფსალმუნები 42:7უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი სადინარების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.
- მსაჯულნი 15:8მაგრად ურტყა მათ წვივებზე და თეძოებზე. მერე წავიდა და ყეტამის კლდეში ეხს შეაფარა თავი.
- იოელი 2:7ფალავნებივით დარბიან, მეომრებივით ადიან გალავანზე და თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდებიან გზაში.
- იობი 9:17გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს;
- გლოვა იერემიასი 3:3მხოლოდ ჩემკენ იღერებს და იღერებს ხელს მთელი დღე იგი;
- გლოვა იერემიასი 3:5შემომადგა და შემომარტყა ტანჯვა და წამება;
განაგრძე კითხვა: იობი 16
სრულად წაიკითხე: იობი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში