
იობი 16:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ჩამოთავდებიან წლები და უკანმოუქცეველ გზას დავადგები.
იობი 16:22 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 16:22 კონტექსტში
16:20ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი,
16:21რომ ადამიანი ღმერთთან დაიცვას, როგორც კაცი თავის მოყვასთან.
16:22რადგან ჩამოთავდებიან წლები და უკანმოუქცეველ გზას დავადგები.
პარალელური ადგილები: იობი 16:22
- იობი 14:10მაგრამ კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის?
- იობი 14:14თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე;
- იობი 14:5თუ დასაზღვრულია მისი დღეები, თუ დათვლილი გაქვს მისი თვეები, თუ საზღვარი დაუდგინე და ვერ გადავა,
- იობი 7:9განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ ამოდის,
- იობი 7:10აღარ ბრუნდება თავის სახლში და ვეღარ ცნობილობს მას მისი ადგილი.
- ეკლესიასტე 12:5შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება, - როცა მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი, -
განაგრძე კითხვა: იობი 16
სრულად წაიკითხე: იობი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში