
იობი 7:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ ამოდის,
იობი 7:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 7:9 კონტექსტში
7:7გახსოვდეს, ქარია ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის სანახავად;
7:8ვეღარ მიხილავს ჩემი დამნახველი თვალი, თვალს მომკრავ და, აჰა, აღარა ვარ!
7:9განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ ამოდის,
7:10აღარ ბრუნდება თავის სახლში და ვეღარ ცნობილობს მას მისი ადგილი.
7:11მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.
პარალელური ადგილები: იობი 7:9
- მეფეთა ბ 14:14ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით აღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს; იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ.
- იობი 16:22რადგან ჩამოთავდებიან წლები და უკანმოუქცეველ გზას დავადგები.
- იობი 30:15საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი;
- იობი 14:10მაგრამ კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის?
- იობი 14:14თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე;
- მეფეთა ბ 12:23ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორ შევძლებ მის დაბრუნებას. მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება.
- იობი 10:21სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა და შავეთის ქვეყანაში,
- ფსალმუნები 39:13განზე განმიდექ, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.
განაგრძე კითხვა: იობი 7
სრულად წაიკითხე: იობი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში